გუშინდელი დღიდან ყირიმის ტერიტორიაზე უკვე იმყოფება 15 ათასი რუსი სამხედრო და დაახლოებით 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა. განცხადება ამის შესახებ გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა იური სერგეევმა გააკეთა.
ამას გარდა, მისივე ინფორმაციით, უკრაინის შავი ზღვის სანაპიროები დაბლოკილი აქვთ რუსულ სამხედრი გემებს.
სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ხარკოვის ოლქის რაიონში სამხედრო კოლონების გადაადგილება შეინიშნება.
ამასთან ერთად, დიდი რაოდენობის სამხედროები ასევე იმყოფებიან მზადყოფნაში ტრანსპორტირებისათვის ქალაქ ნოვოროსიისკში. ბალტიის ფლორიც სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.