4 მარტს, 18:30 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ბულგარეთის საელჩო საქართველოში წარმოადგენს VI-XVIII საუკუნეების ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობის გამოფენას და ბულგარელი ფოტოგრაფის ივო ხაჯიმიშევის მიერ შესრულებულ ბაჩკოვოს მონასტრის (პეტრიწონის მონასტერი) ფოტოგამოფენას.
ფოტოებზე წარმოდგენილია ხელნაწერები ლიტურგიული წიგნებიდან, რომელებიც ძირითადად, ბულგარეთის ნაციონალური მუზეუმიდან, ბიბლიოთეკებიდან, ასევე ბულგარეთის და სხვა ბალკანური ქვეყნების არქივებიდანაა და მოიცავს ათასწლეულებს.
გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება, ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტრის სიმდიდრეები. აღსანიშნავია, რომ მონასტერი დააარსა საზოგადო მოღვაწემ, ბიზანტიის სამხედრო მეთაურმა, ქართველმა უფლისწულმა, გრიგოლ ბაკურიანის ძემ 1083 წელს.
გამოფენა იმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით. ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ,,ჰორიზონი".
გამოფენა გაგრძელდება 14 მარტამდე.
მასალის გამოყენების პირობები