თუ უახლოეს საათებში რუსეთი ყირიმიდან ჯარს არ გაიყვანს, ის არსებით დანაკარგებს შეეჯახება. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა გააკეთეს.
ბრიტანული გამოცემა „Mirror" იუწყება, რომ ობამა და კემერონი ამ დასკვნამდე მათ შორის შემდგარი სატელეფონი საუბრის დროს მივიდნენ.
მათივე ინფორმაციით, ობამამ და კემერონმა გააფრთხილეს ვლადიმერ პუტინი იმის შესახებ, რომ თუ რუსი სამხედროები უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ყირიმის ტერიტორიას არ დატოვებენ რუსეთი „არსებით დანაკარგებს" შეეჯახება.