რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას დაურეკა და უთხრა, რომ „რუსეთის ლიდერმა რეალობასთან კავშირი დაკარგა და ის სხვა სამყაროში იმყოფება". ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გაზეთი „The New York Times" წერს.
როგორც გამოცემა განმარტავს, გერმანიის კანცლერმა აშშ-ს პრეზიდენტს უთხრა, რომ „ის არ არის დარწმუნებული, რომ ბატონმა პუტინმა რეალობასთან კავშირი შეინარჩუნა და რომ ის სხვა სამყაროშია".