ლოს-ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების 86-ე ცერემონია გაიმართა, სადაც აშშ-ის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად "მონობის 12 წელი" დაასახელა.
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი კი ქეით ბლანშეტი გახდა. ჯილდო მას ვუდი ალენის ფილმში - ,,ჟასმინი" შესრულებული როლისთვის მიიღო. ხოლო კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მეთიუ მაკკონაჰი გახდა.
კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელად კი ოსკარი ჯარედ ლეტომ მიიღო.
საუკეთესო ანიმაციური ფილმი "გაყინული" გახდა. უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იტალიურმა ფილმმა - "დიდებული სილამაზე" გაიმარჯვა.