პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დედებს დედის დღეს ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
გაზაფხულის დადგომას და ლამაზ დღესასწაულს - დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, მომავალ დედებს! საქართველოს ქალებზე, დედების სათნოებაზე, გმირობასა და თავდადებაზე იდგა ყოველთვის ჩვენი სამშობლო. მათ სიმტკიცესა და გამძლეობაზე დგას დღესაც ჩვენი ოჯახები. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს. პირველ რიგში, ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და, რაც ყველაზე მთავარია, - შვილების ბედნიერ მომავალს", - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.