მსოფლიოს შვიდმა წამყვანმა სახელმწიფომ, ერთობლივ განცხადებაში, დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და უარი განაცხადებს, მიმდინარე წლის ივნისში სოჭში გასამართ „დიდი რვიანის" სამიტისათვის მზადებაზე.
„ჩვენ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ლიდერები, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ერთობლივად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალნათელ დარღვევას", - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში არღვევს იმ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება G7 და G8.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამიტისათვის მზადების შეჩერება ხდება იმ პერიოდამდე, ვიდრე არ შეიცვლება გარემოებები, როდესაც შესაძლებელი გახდება საფუძვლიანი დისკუსია.
მასალის გამოყენების პირობები