ყირიმში განლაგებული უკრაინის შინაგანი ჯარის ნაწილები მზად არიან თავდაცვისათვის და ერთგულნი არიან ქვეყნის წინაშე დადებული ფიცის. ამის შესახებ შინაგანი ჯარის ყირიმის ტერიტორიული სარდლობის მეთაუარმა ნიკოლაი ბალაბანმა განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე არის სათანადო შეიარაღება, არის შესაბამისი ძალები და რაც მთავარია, შინაგანი ჯარის ყველა მოსამსახურე ერთგულია დადებული ფიცის.
ბალაბანმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმში განლაგებული უკრაინის შინაგანი ჯარის ნაწილები ექვემდებარებიან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინიტროს და უშუალოდ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს.
„ჩვენ საკმარისი შესაძლებლობა და ძალები გვაქვს რადიკალური და სეპარატისტული გამოვლინებების აღსაკვეთად. ყველა სამხედრო მოსამსახურე 100% -ით ერთგულია საკუთარი ფიცის და სამხედრო ვალდებულების", - განაცხადა ნიკოლაი ბალაბანმა.
მასალის გამოყენების პირობები