დღეს, 3 მარტს, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანერდს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საგანგებო სხდომის მოწვევა განპირობებულია პრეზიდენტ პუტინის მუქარითა და სამხედრო მოქმედებებით უკრაინის წინააღმდეგ.
ის, რასაც აკეთებს რუსეთი არის გაეროს ქარტიის პრინციპების დარღვევა, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რასმუსმენმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს სამხედრდო მოქმედებები და შეამციროს არსებული დაძაბულობა.