რუსეთმა შესაძლოა G8-ში ადგილი დაკარგოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სწრაფვა ჩაერიოს უკრაინის მოვლენებში და მოსკოვის ქმედებები არის „აგრესიის წარმოუდგენელი აქტი".
„რუსეთი შესაძლოა, სოჭში G8-ს სამიტი ვერ ჩაატაროს. თუ ვითარება არ შეიცვლება, გამორიცხული არ არის ეს ქვეყანა G8-ს შემადგენლობიდან გაირიცხოს", - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩატარება NBC.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება, შესაძლოა, რუსი ბიზნესმენების აქტივების გაყინვის ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს, ასევე, რუსული ბაზრიდან ამერიკული ბიზნესის წასვლამ, შესაძლოა, გამოიწვიოს რუბლის შემდგომი გაუფასურება.
„უდიდესი ფასი იქნება გადასახდელი. აშშ ერთიანია, რუსეთი - იზოლაციაში. ეს არ არის ძალის პოზიცია", - განაცხადა ქერიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ NBC-ს მთელი რიგი ქვეყნები მზად არიან ასევე გაატარონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
„ისინი მზად არიან საქციების შემოღებას, მზად არიან მოახდინონ რუსეთის ეკონომიკური იზოლირება, რუბლი კი უკვე ეცემა", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
გავრცელებული ინფორმაცის მიხედვით, მთელი რიგი ქვეყნები ასევე განიხილავენ რუსეთისათვის სავიზო პრობლემების შექმნას.