საფრანგეთმა ივნისში სოჭში გასამართი „დიდი რვიანის" სამიტისთვის მზადება შეწყვიტა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო.
განცხადება საფრანგეთის თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაკეთდა, რომელიც ელისეის სასახლეში გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოლანდმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები.
შეგახსენებთ, რომ დიდი რვიანის წევრმა ორმა სახელმწიფომ - აშშ-ს და კანადამ უკვე გააკეთეს განცხადებები რომ არ აპირებენ სოჭის სამიტში მონაწილეობას თუ რუსეთი არ შეწყვეტს ინტერვენციას ყირიმში.