უკრაინას მომზადებული აქვს ყველა დოკუმენტი იმ შემთხვევისთვის თუ რუსეთი პირდაპირ სამხედრო აგრესიას დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსადრ ტურჩინოვმა განაცხადა.
„მომზადებულია ყველა დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერება და რეალიზებული იქნება პირდაპირი სამხედრო აგრესიის პირობებში", - განაცხადა ტურჩინოვმა.
მისი თქმით, ოპონენტების ერთ-ერთი მიზანია უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევა.
„მიზანი ერთია - უკრაინის ეკონომიკის სრული გაჩერება, სოციალური ქაოსი, პანიკის დათესვა, ცრუ საინფორმაციო სიგნალები", - განაცხადა ტურჩინოვმა.