ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელიას ხაუა თავისი ქვეყნს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსების შესაძლებლობას გამორიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ „Associated Press" ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ქვეყნის ტერიტორია უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსება კონსტიტუციითაა აკრძალული.
„ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, არ გვაქვს უფლება, ვენესუელის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა განვათავსოთ", - განაცხადა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული სამხედრო ბაზების გაზრდის განზრახვის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსებაზე რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთა შორისაა ვიეტნამი, კუბა, ნიკარაგუა, სეიშელის კუნძულები და სინგაპური.
მასალის გამოყენების პირობები