თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერი განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავიდოღლუმ გააკეთა.
„ჩვენთვის უკრაინა არის ერთიანი. მთავარი პრინციპი ჩვენთვის მისი ტერიტორიული მთლიანობაა", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.