კიევს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეტა მინისტრი უილიამ ჰეიგი ეწვევა. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა.
ჰეიგი კიევში მოლაპარაკებებს გამარტავს უკრაინის დროებითი მტავრობის წარმომადგენლებთან და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან
„ახლა ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ტურჩინოვს. კვირას კიევში ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებების გასამართად გავემგზავრები", - წერს ტვიტერში უილიამ ჰეიგი.
შეგახსნებთ, რომ 1991 წელს პრეზიდენტ კრავჩუკის ინიციატივით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რომლის საფუძველზეც უკრაინამ უარი განაცხადა ყოფილიყო ბირთვული სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი მისი სუვერენტეტის ერთ-ერთი გარანტორია.
მასალის გამოყენების პირობები