რუსეთში უკიდურესაც შეშფოთებული არიან ყირიმში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ წუხელ გაურკვეველმა შეიარაღებულმა ხალხმა, რომელიც კიევიდან ჩამოვიდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს შენობის ხელში ჩაგდება სცადა.
„ვერაგული პროვოკაციის გამო არიან დაზარალებულები. თავდაცვის ბრიგადების მოქმედებების წყალობით პროვოკაციის აღკვეთა და ნახევარკუნძიულზე სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილება მოხერხდა",_ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს: „მოვუწოდებთ ყველას თავშეკავებულობისკენ, ვინც მსგავს ბრძანებებს კიევში იძლევა. მიგვაჩნია, რომ უკიდურესად დიდი უპასუხისმგებლობაა ყირიმში ისედაც დაძაბული მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვა",_ ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები