ყირიმში ავტონომიის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ვადამ 25 მაისიდან 30 მარტს გადმოიწია. „რეფერენდუმი ყირიმში ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით 30 მარტს გაიმართება", _ აცხადებს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი აკსენოვი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს.
„რეფერენდუმი, რომელზეც ყირიმის მცხოვრებლები რეგიონის მომავალი განვითარების გზას აირჩევენ ანუ დარჩებიან ახლანდელ სტატუსში ავტონომიური რესპუბლიკისა უკრაინის შემადგებლობაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თუ რუსეთის შემადგენლობაში - 25 მაიის იყო დანიშნული.
„აუცილებლობის გამო ყირიმის ხელმძღვანელობამ მისი ჩატარების დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღო.
ავტონომიის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი ყირიმში 30 მარტს ჩატარდება",_ აცხადებს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი აკსენოვი.