ადოლფ ჰიტლერის Mein Kampf, ავტორის ავტოგრაფით, ლოს-ანჟელესის აუქციონზე 64,850 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ჰიტლერმა წიგნზე მუშაობა 1923 წელს დაიწყო როდესაც ამბოხების ორგანიზების ბრალდებით იყო დაპატიმრებული.
წიგნში ავტორი თავის მოღვაწეობასა და 1900-1924 წლებში ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრობს. იგი აქტიურად ეხება პირველი მსოფლიო ომის თემასაც, რომელშიც გერმანიის დამარცხების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კომუნიზმს თვლის, რომელმაც გერმანია 1918 წლის შემოდგომაზე მოიცვა. ჰიტლერი გერმანიის მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მიზეზებს ებრაელებს აბრალებს, რომელთა მთავარი მიზანი, მისი აზრით ქვეყნის გაძარცვა არის. ქვეყნის გარე მტრებად კი ავტორს დასავლეთის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი მიაჩნია.
წიგნში მოცემული მასალა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ იდეოლოგიად იქცა. ნათლად ჩანს ავტორის ანტისემიტიზმი. მაგალითად, იგი დასაბუთებით ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ენა ესპერანტო ითვლება ებრაულ შეთქმულებად. ჰიტლერი იყენებდა ძირითად თეზისებს, იმ დროისათვის საკმაოდ პოპულარული იდეოლოგიიდან „ებრაული მუქარის" შესახებ, რომელიც იუწყებოდა ებრაელების მიერ „მსოფლიოს მონოპოლური დაპყრობის" შესახებ.