ჰონკონგური კონგრომერატი Hutchison Whampoa Ltd., რომელიც აზიის უმდიდრეს ადამიანს ლი კა-შინს ეკუთვნის, 2014 წელს შვილობილი კომპანიის A.S. Watson & Co-ს აქციების ბირჟაზე განთავსებას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ A.S. Watson & Co მსოფლიოს 33 ქვეყანაში საცალო ვაჭრობის 10 ათასზე მეტ მაღაზიას ფლობს. ლი კა-შინს გადაწყვეტილი აქვს IPO განახორციელოს როგორც ჰონკინგში ასევე სხვა ქვეყნის ბირჟებზე.
A.S. Watson & Co-ის სავარაუდო ფასი კი 20 მლრდ დოლარია. ლი კა-შინი „ბლუმბერგის" რეიტინგით მდიდარ ადამიანებს შორის 22-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 29,2 მლრდ დოლარია. თუმცა მილიარდერი აცხადებს, რომ გაზეთები და სხვა გამოცემები, მისი ქონების შესახებ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ.
მასალის გამოყენების პირობები