ლივერპულის უნივერსიტეტში Wi-Fi-ში შესაღწევი ვირუსის დემონსტრირება გაიმართა. ვირუსი ცვლის პაროლს და მის მფლობელს შეუძლია ნებისმიერი სახის, სასურველი ინფორმაციის გადმოქაჩვა. ექსპერიმენტალური პროგრამულ უზრუნველყოფას - Chameleon-ს შეუძლია ერთდროულად იერიში მიიტანოს, შეღწევის რამდენიმე წერტილზე, რომელიც დაცული არ არის სათანადოდ. პირველ რიგში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან ისეთი მოწყობილობები, რომლებშიც გენერილებულია სტანდარტული პაროლები, ან ის საერთოდ არ გამოიყენება. მას შემდეგ რაც ვირუსი შედის შესაბამის წერტილში ის ეძებს მისთვის სასურველ სამიზნეს და ქაჩავს სასურველ ინფორმაციას. ამ ვირუსის „უპირატესობას" წარმოადგენს ტექნიკური მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია ერთი Wi-Fi მოწყობილობიდან მეორეში გადაცოცვა airborne virus-ის საშუალებით.
ვირუსის ტესტირება განხორციელდა რეალურ ქსელში, ბელფასტსა და ლონდონში და დადგინდა, რომ მისი ეფექტურობა საკმაოდ მაღალია და ის 5 %-ს შეადგენს.