რუსი სამხედროების ყოფნა ყირიმში პროვოკაციაა, რომელსაც ჩვენ არ წამოვეგებით. ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა დღეს მთავრობის სხდომის გახსნისას გააკეთა.
„რუსი სამხედროების იქ ყოფნა არის პროვოკაცია, მოვითხოვთ რომ ისინი თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილას დაბრუნდდნენ",_ აცხადებს იაცენიუკი.
მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ახლა რეალიზდება სამხედრო ყოფნის ერთგვარად ისეთი სცენარი რომელიც ოსეთის ანალოგიურია. თუმცა, აღნიშნავს იაცენიუკი უკრაინელები პროვიკაციებს აე უნდა აჰყვნენ.
„რუსო პარტნიორებო, თავი დაანებეთ უკრაინაში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას და შეასრულეთ უკრაინასა და რუსეთს შორის საბაზისო შეთანხმებები.
ყველას ვთხოვ დამშვიდდეს და პროვოკაციას არ აჰყვეს. უკრაინა გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენ ერთი სახელმწიფო ვიყოთ",_ აცხადებს პრემიერი.
მასალის გამოყენების პირობები