„ნებისმიერ ინტერვენციას უკრაინაში თავისი ფასი ექნება",_ აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთს უკრაინაში სამხედრო შეჭრიდან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ობამამ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ყირიმში რუსი სამხედროების გადაადგილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და მოუწოდა რუსეთს დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები.
„შეშფოთებულნი ვართ რუსეთის მოქმედებებით უკრაინაში. ვგმობთ ძალადობას და მხარს ვუჭერთ უკრაინელებს მისწრაფებაში მოახდინონ ქვეყანაში არსებული სიტუაციის სტაბილიზება. რუსეთმა თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო კანონებს", - განაცხადა ობამამ და აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და მისი ადმინისტრაცია უკრაინის საკითხზე რუს კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.
ობამა ასევე აცხადებს, რომ ის რუსეთს პრეზიდენტთან უკრაინაში არსებული სიტუაციის განხილვას გააგრძელებს.