უკრაინის საკითხზე საგანგებოდ შეკრებილმა გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა, მხარეებს პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდა და შეახსენა საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმის შესრულების აუცილებლობა.
„დისკუსიის დროს გამოიატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტების მხარდაჭერა. საბჭო მნიშვნელოვნად მიიჩნეს ყველა პოლიტიკური მოთამაშის თავშეკავებულობას და მოუწოდებს პილიტიკური დიალოგისკენ", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ლიტვის წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოში რიტა კაზრაგიენემ.
მისვე თქმით,სხდომაზე აღინიშნა როგორც ორმხრივი ისე მრავალმხრივი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა, მათ შორის 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის და 1997 წლის უკრაინა რუსეთის ხელშეკრულების.
შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმით რუსეთი უკრაინის საზღვრის დაცვის გარანტორად გამოდის.