28 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა სემინარი თემაზე „ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ელექტრონული არქივირება".
სემინარი ჩაატრეს „ევროკავშირის დახმარების პროექტის" ავსტრიელმა ექსპერტებმა: ევროკავშირის პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა, იონას ვერნერმა, ავსტრიის სახელმწიფო არქივის ციფრული არქივის დანაყოფის ხელმძღვანელმა, ჰანეს კულოვიცმა, ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ანდრეს რაუბერმა.
სემინარზე განიხილეს სახელმწიფო უწყებებში წარმოებული დოკუმენტაციის არქივირების, ციფრული ხელმოწერის, ავსტრიაში მონაცემთა შენახვის პრაქტიკა, აგრეთვე, ევროპული და ავსტრიული თანამედროვე სტანდარტები და მიდგომები არქივირების სფეროში.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს, შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს, საგამოძიებო სამსახურის საქმისწარმოების სამმართველოს, მომსახურების სააგენტოსა და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებმა.