აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოსგან მოითხოვა დაუყონებლივ გააგზავნოს მისია ყირიმში, არსებული ესკალაციის განსამუხტავად. შესაბამისი განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა გააკეთა.
მან უკრაინაში შექმნილ ვითარებას - ქვეყნისა და უკრაინელი ხალხისთვის კრიტიკული მომენტი უწოდა.
„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალების განლაგებით. აშშ მოუწოდებს რუსეთს გაიწვიოს სამხედრო ძალები რეგიონიდან და მისცემს შესაძლებლობა უკრაინელ ხალხს გააგრძელოს საკუთარი მთავრობის ფორმირება, საკუთარი ბედის თავისუფლად შენების უფლება - ყოველგვარი დაშინებისა და შიშის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს", - განაცხადა პაუერმა.