რუსეთს სურს უკრაინაში აფხაზეთის სცენარის რეალიზება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ რურჩინოვმა განაცხადა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა გაიწვიოს რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
„რუსეთმა დაიწყო ღია აგრესია ჩვენი ქვეყნიოს წინააღმდეგ. სამხედრო წვრთნების საბაბით მათ ყირიმის ავტონომომიური რესპუბლიკის ტერიტიორიაზე შეიყვანეს ჯარი და არა მხოლოდ ხელში ჩაიგდეს ყირიმის პარლამენტი, ყირიმის მინისტრთა კაბინეტი არამედ ცდილობენ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ სამოქალაქო ობიექტები, კომუნიკაცია და მოახდინონ იმ ადგილების ბლოკირება სადაც უკრაინელი სამხედროები არიან განლაგებულნი", - განაცხადა ტურჩინოვმა.
მისი თქმით, რუსეთი ახდენს უკრაინის პროვოცირებას სამხედრო მოქმედებების დასაწყებად.
„ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, ისინი ამუშავებენ აფხაზეთის ანალოგიურ სცენარს, როდესაც კონფლიქტის პროვოვიცირებით მათ დაიწყეს ტერიტიორიის ანექსია", - განაცხადა ტურჩინოვმა.
მასალის გამოყენების პირობები