ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ე. წ. „IT-ინკუბატორის" პროექტის განხორციელება დაიწყო. საქპატენტის მიერ მონაწილეობის მსურველთათვის გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეულ 5 პროექტს 16 კონკურსანტი განახორციელებს. კონკურსანტები ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის შექმნაზე 6 თვის განმავლობაში მაღალი სტანდართების შესაბამის გარემოში იმუშავებს.
საქპატენტმა ,,IT-ინკუბატორი" საჭირო ინვენტარით, პროექტის მონაწილეთათვის სამუშაო ადგილით, შესაბამისი სამუშაო გარემოთი და აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის გამოყოფით უზრუნველყო. „IT-ინკუბატორის" პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება ქონდათ საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ პირებს ან/და მათ გაერთიანებებს, ასევე იურიდიულ პირებს, რომლებსაც პროექტში მონაწილეობისათვის უნდა გაევლოთ შესაბამისი კონკურსი.
„IT-ინკუბატორის" პროექტი წარმოადგენს არაერთ ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული პროექტის ანალოგს, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობისა და დამწყები პროგრამისტების წახალისებას.
პროექტი ემსახურება ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირების მხადრაჭერას.