„შავი ზღვის ფლოტის სარდალმა საათნახევრის წინ ყველა გენერალი შეკრიბა და განაცხადა: ჩვენ უკრაინასთან ომს ვიწყებთ", _ განცხადება ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა „ბატკივშინადან", ყირიმელი თათრების მეჯლისის ყოფილმა ხელმძღვანელმა მუსტაფა ჯემილევმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მუსტაფა ჯემილევის თქმით, დღეს 28 თებერვალს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალმა ალექსანდრე ვიტკომ უკრაინასთან ომის შესახებ განცხადება გააკეთა.
ჯემილევი აცხადებს, რომ საათნახევრის წინ მან სევასტოპოლში „ყველა გენერალი შეკრიბა და თქვა: „ჩვენ უკრაინასთან ომს ვიწყებთ".
მისივე ინფორმაციით, დღეს დილით, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ანაპიდან უკრაინაში 4 ვერტმფრენი შემოფრინდა. ამასთან ერთად, დეპუტატი აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და ის ძალიან ტრაგიკული მოვლენების ზღვარზე დგას.
მასალის გამოყენების პირობები