რუსეთმა უარი თქვა უკრაინის წინადადებაზე დაუყოვნებლივ განეხილათ ყირიმში შექმნილი მდგომარეობა და მიზეზად დაასახელა ის, რომ ყირიმში შექმნილი სიტუაცია უკრაინის საშინაო საქმეა.
„რუსული მხარე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილ სიტუაციას, უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ამ კონტექსტში ვერ ხედავს უკრანული მხარის მიერ შემოთავაზებული დაუყოვნებლივი ორმხრივი კონსულტაციების აუცილებლობას",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.