უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთი, მისი აზრით ვალდებულია იმოქმედოს, ვინაიდან რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის არსებობს შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მას აქვს უფლება იმოქმედოს.
დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვიქტორ იანუკოვიჩმა ასევე გაკვირვება გამოხატა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის თავშეკავებულობით.
"რუსეთი - სტრატეგიული პარტნიორია. იყო ასეთი არის და იქნება სხვა და სხვა მდგომარეობებიდან გამომდინარე - ეკონომიკური, ისტორიული კავშირები და სხვა.
ის შეთანხმებები, რომლებიც აქვს უკრაინას რუსეთთან, ამ შეთანხმებების ფარგლებში რუსეთს აქვს უფლება იმოქმედოს.
მიმაჩნია, რომ რუსეთმა უნდა იმოქმდოს და ვალდებულია გააკეთოს ეს და ვიცი რა ვლადიმერ პუტინის ხასიათი მე მიკვირს თუ რატომ დუმის ის ამდენი ხნის განმავლობაში ასე თავშეკავებულად. ეს კითხვაა",_ განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები