უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი თავისი რუსეთში მოხვედრის დეტალებს არ ახმაურებს და აცხადებს მხოლოდ იმას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე პატრიოტულად განწყობილი ოფიცრებს წყალობით მოხვდა.
„მე რუსეთში პატრიოტულად განწყობილი ოფიცრებს წყალობით მოვხვდი. ასე ვიტყოდი: რომლებმაც თავისი ვალი შეასრულეს და მე სიცოცხლის შენარჩუნებაში დამეხმარნენ",_ განაცხადა იანუკოვიჩმა დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.