უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ის უკრაინის მომავლისათვის ბრძოლას აპირებს. ის თავის თავს უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს უწოდებს. განცხადება ამის შესახებ იანუკოვიჩმა დონის როსტოვში ამჟამად მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„დადგა დრო განვაცხადო, რომ მე უკრაინის მომავლისათის ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ მათ წინააღმდეგ, ვისაც შიშითა და ტერორით მისი დაპყრობა სურთ. და მე გადავწყვიტე ამის შესახებ საჯაროდ მეთქვა. მე არავის ჩამოვუგდივარ. მე იძულებული ვიყავი დამეტოვებინა უკრაინა იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი ახლობლების სიცოხლეს საფრთხე ემუქრებოდა", _ განაცხადა იანუკოვიჩმა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ხელისუფლება ნაციონალისტურად განწყობილმა პროფაშისტურმა ძალებმა ჩაიგდეს, რომელთა რაოდენობაც მცირეა.
მასალის გამოყენების პირობები