აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახალ ანგარიშს - 2013 წელს ადამიანის უფლებები მსოფლიოში აქვეყნებს.
დოკუმენტში საქართველოც მოხვდა სადაც აღნიშნულია, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ეფექტიანად ჩატარდა და პროცესი გამჭვირვალე იყო.
ანგარიშში ყველაზე სერიოზულ პრობლემად დასახელებულია მზარდი სოციალური ძალადობა LGBT-თემის წევრთა მიმართ და ის, რომ მთავრობამ პასუხი ვერ აგებინა დამნაშავეებს.
ანგარიშის ავტორები, კრიტიკის სახით, ასევე საუბრობენ ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე რელიგიურ უმცირესობათა უფლებების მიმართ.
ანგარიშში საუბარია პატიმრების საკითხზე, ციხეებში არსებული პირობების არადამაკმაყოფილებელი დონეზე, რომელიც, ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა.
ასევე,დოკუმენტში საუბარია საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან მოხელეთა გათავისუფლებაზე ყოფილ მმართველ პარტიასთან მათი კავშირის გამო.
მასალის გამოყენების პირობები