უკრაინის შს სამინისტრო ყირიმში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის მხრიდან შეიარაღებულ შეჭრად და უკრაინის ოკუპაციად აფასებს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელში თავის გევრდზე აწერა.
ავაკოვი აღნიშმავს, რომ „ბელბეკის აეროპორტი სამხედროების მიერ არის ბლოკირებული. აეროპორტის შიგნით არიან სამხედროები და უკრაინელი მესაზღვრეები. გარედან კამუფლიაშში ჩაცმული სამხედროები ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნის გარეშე, თუმცა ისინი თავიანთ კუთვნილებას არ მალავენ. აეროპორტი არ მუშაობს. უკრანის შს სამინისტროს შიდა პერიმეტრზე შეტაკება ჯერ ჯერობით არ მომხდარა", წერს ავაკოვი.