2014 წლის იანვარში გასულ წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში არყის წარმოება 28,9 %-ით შემცირდა. რაც შეეხება კონიაკის წარმოებას ის 33,4 %-ით არის შემცირებული.
როგორც რუსული მედია წერს, ასევე შემცირდა მთელი რიგი არაალკოჰოლური სასმელების წარმოება.
ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში მინერალური და გაზირებული წლის წარმოება 1,5 %-ით დაეცა. შემცირებულია თამბაქოს წარმოებაც. ქვეყანამ იანვარში 14,4 მლრდ სიგარეტი გამოუშვა, რაც 20 %-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ გაიზრდება არყის ფასი და ის 170 რუბლიდან 200 რუბლამდე აიწევს.