იაპონურმა კომპანია Rakuten -მა VoIP -ი, რომელიც Viber -ს უწევს მომსახურებას 900 მლნ დოლარად შეიძინა. Viber -ი ამ დროისათვის 300 მლნ აბონენტს ემსახურება და როგორც ცნობილია, 2013 წელს მისი მომხმარებლების რაოდენობა 120% -ით გაიზარდა.
აღნიშნული გარიგებით, არა მხოლოდ Rakuten -ი აფართოებს სამიზნე აუდიტორიას, არამედ Viber -იც საკმაოდ გაფართოვდება აზიურ ბაზრებზე და განსაკუთრებით იაპონიაში .
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ IP -ტელეფონის დეველოპერი კომპანია Viber -ი საკუთარი ბინზესის გაყიდვას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, Viber -ი მოლაპარაკებებს თავის აზიელ კონკურენტთან აწარმოებდა და ბიზნესის დათმობისთვის 300 -400 მლნ დოლარის ითხოვდა.
Viber -ის მფლობელი ებრაელი ბიზნესმენი თალმონ მარკო იყო, რომელმაც პროექტის შემუშავებისთვის მიიზიდა ადგილობრივი და ბელორუსი დეველოპერები . თავად კომპანია კი კვიპროსში და ლას-ვეგასშიადარეგისტრირებული .
გასული წლის ნოემბერში კი Viber -მა საკუთარი ბიზნესის სარფიანად გასხვისებისთვის Goldman Sachs -ი დაიქირავა.