გერმანიის მთავრობის მეთაური ანგელა მერკელი 18 თებერვალს უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს ვიტალი კლიჩკოსა და არსენი იაცენიუკს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გაზეთი „Bild" ავრცელებს.
„კლიჩკო და იაცენიუკი ანგელა მერკელთან უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრებენ", _ წერს გაზეთი.
ამასთან ერთად, მერკელის თანაპარტიელი, ევროპარლამენტის წევრი ელმარ ბროკი ასევე აცხადებს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების ვიზიტი გერმანიაში მოწმობს იმას, რომ გერმანია აქტიურადაა ჩართული უკრაინაში შექმნილი კრიზისის მოგვარებაში.
„გამოსაყენებელია ყველა შანსი იმისათვის რათა უკრაინა კანონის უზენაესობისკენ მივმართოთ",- განაცხადა ბროკმა.
მასალის გამოყენების პირობები