საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორთან რაინერ ლინდნერთან. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისა იყო.
შეხვედრაზე, განხილულ იქნა ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ხაზი გაესვა აღნიშნული თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების აუცილებლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე და განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
მასალის გამოყენების პირობები