ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამერბერგი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა სერიოზულ მიდგომებს საჭიროებს. როგორც ჰამერბერგმა საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა საკითხებში ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა ადამიანის უფლებების დასაცავად ერთ-ერთი კომპონენტია სხვადასხვა სამინისტროებს შორის კონსულტაციების წარმოება.
,,ადამიანის უფლებების დაცვა სერიოზულ მიდგომებს საჭიროებს, ეს არაა რაის ფურცლებზე და ლამაზი სიტყვებით წერა, ის მკაცრ შესრულებას საჭიროებს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია კონსულტაციების წარმოება სხვადასხვა სამინისტროებს შორის გენერალური პროკურატურის ჩათვლით, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები. ასევე მნიშვნელოვანია ხალხს ვასწავლოთ რაში მდგომარეობს ადამიანის უფლებების დაცვა", _განაცხადა ჰამერბერგმა.