,,გაყიდვების მართვის კომპანია', რომლის მიერ არის შექმნილი ნიშანი ,,აირჩიე ქართული" პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მიესალმება, რომელიც ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას გულისხმობს, სახელწოდებით ,,აწარმოე ქართული".
",აირჩიე ქართულის გუნდი აქტიურად ეხმარება მეწარმეებს ადგილობრივ ქსელებთან, ექსპორტიორებთან და საერთაშორისო რიალზატორებთან ურთიერთობაში, ჩვენ ვთვლით რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მნიშვნელოვანია, თუმცა წარმოების ფლობა არ ნიშნავს საწარმოს გამართულ მუშაობას, რადგან მთავარი არის გაყიდვები. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი საწარმოა და ძირითადად მთავარ პრობლემად ბაზრებზე წვდომა და გაყიდვები სახელდება. ჩვენ ვთვლით, რომ ქართულ პროდუქტს სჭირდება ადგილობრივ და და საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაცია, გამოფენებში და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა, ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს განათლების გავრცელება მეწარმეებში, მარკეტინგის, ფინანსების და გაყიდვების მართვის საფუძვლების, ხარისხის სტანდარტების შესახებ ინფორმირება. რადგან უკეთესად დაგეგმონ და განავითარონ საკუთარი საქმიანობა. ჩვენი კომპანია მზად არის ითანამშრომლოს პრემიერ მინისტრის აპარატთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვადასხვა უწყებებთან და აქტიურად ჩაერთოს ქართული პროდუქტის პოპულარიზაციის პროექტში, აქვე ავნიშნავ რომ ,,აირჩიე ქართულის'' ინიციატივით წელიწადში 2-ჯერ იმართება ქართული პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, წელს აღდგომის პერიოდში კომპანია რიგით მეოთხე გამოფენის ორგანიზებას გეგმავს, სადაც რეგიონიდან მოწვეული 50-60 მდე მცირე და საშუალო მეწარმე მონაწილეობს'' - განაცხადა პროექტ ,,აირჩიე ქართულის'' ხელმძღვანელმა რომეო სარიამ.
,,აირჩიე ქართული'' 2012 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს ქართული, რეგიoნალური მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას მარკეტინგის, მენეჯმენტის და გაყიდვების მართვის მიმართულებით. ,,აირჩიე ქართულის'' ნიშნით ამ დროსათვის ბაზარზე სამი ადგილობრივი პროდუქტი - ნატურალური წვენები ,,ლივო', თაფლი ,,მაჭახელას დათუნია''და ჩაი ,,ელიტა''გამოდის.