დღეს, 12 თებერვალს, 16:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მუსიკალური ფესტივალი "ბათუმური საღამოები" გაიხსნება ალეკო აბაშიძის ფოტო გამოფენით „ფესტივალიდან ფესტივალამდე".
ფოტოგამოფენის გახსნის შემდეგ გაიმართება ნინელი გოგიტიძის ფილმის „ბათუმური შემოდგომა" პრეზენტაცია.საღამოს დაასრულებს კლასიკური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობენ: ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის, რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და
მ. ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები.
ფესტივალიოს ფარგლებში ასევე გაიმართება: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის თეატრალიზებული კონცერტის პრემიერა, რ. კოჩიანტის „Notre-Dame"; თეატრალიზებული საღამო „უძველესო, უახლესო, უმაღლესო ბათუმო..."; ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის კონცერტი, მონაწილეობენ: ნინო ქათამაძე, რომან რცხილაძე, სოფო ხალვაში; ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი; კლასიკური მუსიკის საღამო მონაწილეობენ სიმფონიური ორკესტრი, საოპერო
სტუდიის სოლისტები, დირიჟორები დავით მუქერია, მამუკა ალაფიშვილი; მუსიკალური ცენტრის სოლისტის ევროპაში მოღვაწე ტენორის, ირაკლი კახიძის სოლო კონცერტი„წვიმიანი მზიანეთი" მონაწილეობს: ნინელი გოგიტიძე, თეონა დვალი (სოპრანო), სიმფონიური ორკესტრი.დირიჟორ- ილია ინაიშვილი.
ფესტივალი "ბათუმური საღამოები" დაიხურება 1-ელ მარტს ანრი ჯოხაძის კონცერტით.