რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ მოსკოვის № 263 სკოლის მოსწავლეს, რომელიც სკოლაში შეიჭრა და ორი ადამიანი - მასწავლებელი და პოლიციელი მოკლა ბრალი წაუყენა.
მეათეკლასელისათვის წაყენებული მუხლებია: ორი ადამიანის მკვლელობა, რომელიც განხორციელდა პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მკვლელობის მცდელობა, მძევლების აყვანა.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს მეათეკლასელი თავის სკოლაში იარაღით მივიდა. ის საკლასო ოთახში შევიდა, სადაც გეოგრაფიის გაკვეთილი მიმდინარეობდა. 20 მოსწავლე მძევლად აიყვანა, გეოგრაფიის მასწავლებელს კი მიბჯენით ესროლა. 1984 წელს დაბადებული პედაგოგი ადგილზე გარდაიცვალა.
შემდეგ მან სკოლაში მისოლი პოლიციის წარმომადგენლებიდან ერთი მოკლა და ერთი დაჭრა.
ბრალდებულს ასევე დანიშნული აქვს ფსიქოლოგ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.