ევროპული პოლიტიკის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს - ვიტალი კლიჩკოს, არსენი იაცენიუკსა და ოლეგ ტიაგნიბოკს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინაში შექმნილი კლირიზისის დაძლევის ზომებზე ისაუბრეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფულე კიევში გუშინ ჩავიდა. როგორც შეხვედრის შემდგე უკრაინული ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა ფულე, მამავ ვიდრე უკრაინის პრეზიდენტთან გამართავდა შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგნლებს შეხვდა.
„მას სურდა კიდევ ერთხელ მოესმინა ოპოზიციის აზრი კრიზისის განხილვის სხვა და სხვა ვარიანტებთან დაკავშირებით", _ განაცხადა კლიჩკომ.
თავის მხრივ არსენი იაცენიუკმა ასევე აღნიშნა ის, რომ შეხვედრისას ფულემ ოპოზიციის ლიდერებს ევროპის მხადაჭერა კიდევ ერთხელ დაუფიქსირა.
იაცენიუკმა ასევე განაცხადა, რომ ახლა უკრაინის დღის წესრიგში არის ახალი კონსტიტუცია, ახალი მტავრობა და ახალი სამოქმედო პროგრამა.
„ხოლო ეკონომიკური პაკეტი, ფინანსური სტაბილიზაციის პროგრამა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უკრაინას გაკოტრების საშუალებას არ მისცემს".
„ევროპელები ჩვენთან ერთად არიან და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე გაცნობიერება ამას იანუკოვიჩი თუ არა და როგორი იქნება შედეგი იმისა, მან რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები არ მიიღოს",_ განაცხადა იაცენიუკმა და აღნიშნა: „ჩვენ გვსურს იანუკოვიჩისგან მოვისმინოთ არის თუ არა ის მზად ამისათვის".