სამხრეთ კორეის წარმომადგენლები საზღვარზე მდებარე სოფელ პხანმუნჯომში ჩავიდნენ იმისათვის რათა მრავალი წლის შემდეგ პირველად ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოონ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
დისკუსიების ზუსტი რეგლამენტი გაურკვეველია, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მხარეები განიხილავენ გაყოფილი ოჯახიების შეხვედრების საკითხებს, ასევე სამხრეთკორეელი ტურისტების ჩრდილოკორეის კურორტზე ჩასვლის შესაძლებლობასაც.
მცირე ხნით ადრე ფხენიანი იმუქრებოდა ჩაეშალა ეს მოლაპარაკებები სეულისა და ვაშინგტობის ერთობლივი სამხედრო სწავლებების გამო, რომლებიც მიმდინარე თვეს უნდა გაიმართოს.
სხვათაშორისო ამგვარმა სწავლებებმა გასულ წელს ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის მდგომარეობის დაძაბვა გამოიწვია. ჩრდილო კორეა მაშინ ასევე იმუქრებოდა პრევენციული ატომური დარტყმით და მან სეულთან არსებული „ცხელი ხაზიც" კი გათიშა.
მასალის გამოყენების პირობები