თბილისის 2014 წლის ბიჯეტის შესწორებულ ვარიანტზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
დედაქალაქის მთავრობამ საკრებულოს უმრავლესობის რეკომენდაციების შესაბამისად 50-ზე მეტი შესწორება შეიტანა. მიუხედავად ამისა კვლავ ძალაში რჩება დედაქალაქის მთავრობის უნდობლობის საკითხი.
თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის განაცხადებით, ისინი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მზად არიან თანამდებობა დატოვონ მხოლოდ იმ შემთხვევასი თუ საკრებულოს თავმჯდომარეც გადადგება.
რიგგარეშე სხდომა 17:00 საათზე ჩანიშნული, თუმცა მანამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გამართება, სადაც მხარეები პოზიციებს შეაჯამებენ.