მსოფლიოს უმსხვილესი და უმდიდრესი კორპორაციების რეიტინგში Google-მა პოზიციები გაიმყარა და რეიტინგში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. მან ამ „ბრძოლაში" ნავთობკომპანია ExxonMobil-ი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ Google-ი აღნიშნულ ადგილზე პირველად აღმოჩნდა.
კომპანიის კაპიტალიზაციამ 394 მლრდ დოლარი შეადგინა. ხოლო ExxonMobil-ის კაპიტალიზაცია კი - 388 მლრდ დოლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბირჟაზე ორივე კომპანიის აქციები დაეცა, თუმცაღა აღსანიშნავია ისიც, რომ ExxonMobil-ის აქციების ფასი უფრო გაუფასურდა ვიდრე Google-ის.
მსოფლიო უმდიდრეს კომპანიათა რეიტინგს კი Apple ლიდერობს, რადგანაც მისმა კაპიტალიზაციამ 472 მლრდ დოლარი შეადგინა.აღსანიშნავია, რომ Apple-მა მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიის ტიტული ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში მოიპოვა, მაშინ მან ეს ადგილი ExxonMobil-ს წაართვა.
ამ ხნის განმავლობაში ExxonMobil-მა Apple-ს რამდენჯერმე გადაასწრო, თუმცა ბაზარზე ახალი iPhone-ს გამოჩენისთანავე Apple თავის პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებდა.
მასალის გამოყენების პირობები