ძალიან მალე ფარდა აეხდება და გამოძიებული იქნება ეს კონკრეტული საქმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო". მისი თქმით, არ არის გამორიცხული მუხროვანის მოვლენებთან დაკავშირებული ვიდეომასალა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისთვის ახალი სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.
მისივე განმარტებით, მერაბიშვილის დაკვეთას ერთი ადამიანის ლიკვიდაცია და ორი ადამიანის სასიკვდილოდ დაჭრა მოჰყვა.
"რა თქმა უნდა, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ეს საქმე იქნება გამოძიებული ძალიან მოკლე დროში და ყველა დამნაშავე იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი", - განაცხადა აღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მას ჰქონა ინფორმაცია ამის შახებ, თუმცა მტკიცებულება არ არსებობდა.
" ეს არის რეალურად მტკიცებულება და დადასტურება თუ რა ფორმით ავალებდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თავის ხელქვეითებს ორი გვამის ორგანიზებას, ანუ ორი ადამიანის ლიკვიდაციას და სანაცვლოდ პირდებოდა მაღალ პრემიას. ამათან დაკავშირებით პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება და ძალიან მალე ფარდა აეხდება და გამოძიებული იქნება ეს კონკრეტული საქმე", - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები