თბილისის საკრებულოში 17:00 საათზე ჩანიშნული კომისიის სხდომა მერიის მოთხოვნით გადაიდო.
როგორც ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ნინო თევდორაძემ განაცხადა, საკრებულო მოწადინებულია ხელი შეუწყოს მერიის მუშაობას და იმ მიზეზით, რომ დღეს 19:00 საათზე დაგეგმილია თბილისის მთავრობის სხდომა, საკრებულოს კომისიამ ბიუჯეტის პროექტის განხილვა ხვალ, 12 თებერვალს 11:00 საათისთვის გადადო.
ნინო თევდორაძე იმედოვნებს, რომ დედაქალაქის მერია ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიაზე ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები