შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუცერნის კანტონს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ყურაშვილი კანტონის მთავრობის პრეზიდენტს რობერტ კიუნგს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.ლუცერნის კანტონის მთავრობის ინიციატივით ელჩი ეწვია ლუცერნის კანტონში მდებარე შვეიცარიის ხის წარმოების კომპანიას Kronospan-ს.
კომპანია Kronospan შვეიცარიაში ყველაზე დიდი ხის გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობს და მისი წლიური შემოსავალი 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს აღემატება.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაურო კაპოცომ განაცხადა, რომ Kronospan-ი უკვე შესულია აღმოსავლეთ ევროპაში და დაინტერესებულია ასევე სამხრეთ კავკასიის ბაზრით.
საქართველოს ელჩმა კომპანიის ხელმძღვანელობა 25 მარტს დაგეგმილ ქართულ-შვეიცარიულ ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად მიიწვია.