ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები უკვე საქართველოში იმყოფებიან. მათი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ნატოს სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელებს.